„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „იბერიანსს“ დაუპირისპირდება 

21 ნოემბერი 2023, 10:18 457 ნახვა

ქართული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ მეტოქე რაგბი ევროპის სუპერთასის 2023 წლის გათამაშების ნახევარფინალში „კასტილია ლეონ იბერიანსი“ იქნება, რომელსაც შავი ლომი ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდა და 4 ნოემბერს ავჭალის სტადიონზე 39:19 დაამარცხა.

ნახევარფინალი ისევ თბილისში, 2 ან 3 დეკემბერს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში „თელ ავივ ჰითი რუმინულ ფრენჩაიზ „ვულვსს“ შეხვდება. ეს მატჩი  ისრაელში უნდა გამართულიყო, თუმცა, სავარაუდოა,  მასპინძელი ისევ კვიპროსული ლიმასოლი იქნება.

რაგბი ევროპა სუპერთასს მესამედ ათამაშებს და ორივე შემთხვევაში „შავმა ლომმა“ გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი