დღეს საქართველოს ნაკრები თბილისში შოტლანდიას დაუპირისპირდება

16 ნოემბერი 2023, 11:05 762 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩი თბილისში ''დინამო არენა'' 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სატურნირო ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი დატვირთვა არცერთი გუნდისთვის არ აქვს, რადგან შოტლანდია ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდა, საქართველოს კი ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს და მარტში დაგეგმილი პლეი ოფისთვის შესათამაშებლად თუ გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ მატჩში სტუმრად 0:2 დამარცხდა. შოტლანდიასთან კი საქართველოს აქამდე 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ხუთივე ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდებში გაიმართა.

ამ თამაშებიდან 3 მოგება შოტლანდიას აქვს, ხოლო 2 საქართველოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში