17-18 ნოემბერს გერმანია ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
ამ დროისთვის ევროპირველობაზე 37 ქვეყნის სამასზე მეტი ძიუდოისტია დარეგისტრირებული. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 ვაჟით და 3 ქალით წარსდგება.
შარშან ახალგაზრდულ ევროპირველობას ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქმა სარაევომ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი იყო.