ევროლიგის მერვე ტურში იტალიურ დერბიში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და მატჩი შვიდი ქულით - 86:79 მოიგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
„ვირტუს ბოლონია“ მომდევნო ტურში, 17 ნოემბერს, საბერძნეთში „პანათინაიკოსს“ ესტუმრება. იტალიური გუნდი შვიდი მოგებითა და ერთი მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.