ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება

14 ნოემბერი 2023, 12:04 910 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც კაეფსის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის მერმა და საკონსულტაციო კომპანია მაქსის მენეჯერმა საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს.

პროექტი ითვალისწინებს: ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურების გაფართოებას, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას, ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას, ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას, ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

პროექტის ღირებულება 80 მლნ ევროა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი