საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო 

14 ნოემბერი 2023, 11:03 449 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დანარჩენები დღეს შეუერთდებიან.

ტრავმის გამო შეკრებას გაბრიელ სიგუა გამოტოვებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში