ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს

14 ნოემბერი 2023, 11:01 458 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა  რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდების და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ შვედეთთან მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.

4 მატჩის შემდეგ საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში