„ნაპოლი“ სერია A-ს აუტსაიდერთან დამარცხდა 

13 ნოემბერი 2023, 12:55 391 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ნაპოლიმ აუტსაიდერ ემპოლის უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. რუდი გარსიამ კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა.

ქართველმა შემტევმა თამაში გამოაცოცხლა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ 90-ე წუთზე „ნაპოლიმ“ გოლი გაუშვა და დამარცხდა.

იტალიური და ფრანგული მედია უკვე იუწყება, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში