საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტა და შინ „ანესი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.
ქართველმა შემტევმა 62 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა. დავითაშვილმა ვიპოტნიკი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც გოლი გაიტანა.
„ბორდომ“ 14 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე დაწინაურდა.