ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ობიექტებზე და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებზე დარტყმები განახორციელა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანის თქმით, დარტყმები ერაყსა და სირიაში აშშ-ის კონტინგენტზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ მოხდა.
ადგილობრივმა ტელეკომპანიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმები განხორციელდა. „სამი კამიკაძე დრონით სირიის ჰასაკის პროვინციაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დარტყმა მოხდა“, - იუწყება ტელეარხი.
ასევე დარტყმის ობიექტი სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამერიკული ბაზაც გახდა.