ბათუმის სასკოლო-საჭადრაკო ფესტივალი სკოლებს შორის 

13 ნოემბერი 2023, 10:18 508 ნახვა

დასრულდა საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მიერ ორგანიზებული ტრადიციული სასკოლო-საჭადრაკო ფესტივალი ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შორის.

შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. პირველი ეტაპი შიდა-სასკოლო ასპარეზობას მოიცავდა, რომელშიც გამარჯვებულებმა სკოლებს შორის ჩემპიონატზე იასპარეზეს.

ტურნირის დასკვნით ეტაპზე, თითო სკოლა გამარჯვებულ ორ ვაჟსა და ერთ გოგონას წარადგენდა. ასპარეზობა როგორც პირად, ასევე გუნდურ კატეგორიაშიც გაიმართა.

პირად პირველობაში სკოლა „მონპარნასის“ მოსწავლემ მარიამ კალანდაძემ გაიმარჯვა. მეორეზე რატი დიასამიძე გავიდა, მესამე ადგილი კი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლემ დემეტრე გოგიაშვილმა დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში