რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავმა ლომმა“ მეორე შეხვედრაც მოიგო 

13 ნოემბერი 2023, 10:08 412 ნახვა

ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ პორტუგალიურ „ლუზიტანუშთან„ სტუმრად ითამაშა და მეტოქე 22:0 დაამარცხა. ქართველებმა პირველი ტაიმი 10:0 მოიგეს, მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ორი ლელო დაუდეს.

„შავი ლომის“ მხრიდან ლელოები ირაკლი ქვათაძემ, ოთარ ლაშხმა, თენგიზ პერანიძემ და ბექა მამრიკიშვილმა გაიტანეს, ლუკა მატკავამ მხოლოდ ერთი გარდასახვა შეასრულა ზუსტად.

„შავ ლომს“ 9 ქულა დაუგროვდა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და მომდევნო ტურში ისრაელის „თელ ავივ ჰითის“ დაუპირისპირდება.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს დაგეგმილ თამაშს თელ ავივის ნაცვლად კვიპროსის ქალაქ ლიმასოლი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი