საქართველოს დელეგაციის ვიზიტი თურქეთში

11 ნოემბერი 2023, 10:08 487 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ. მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იუსტიციის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იქნება.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა და თურქეთის იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტმა. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ჟვანია თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰასან ილმაზსაც შეხვდა.

მხარეები სასწავლო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თურქეთში სხვადახვა თანამდებობის პირებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი