მსოფლიო ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში

09 ნოემბერი 2023, 10:54 540 ნახვა

კიოკუშინკაი კარატეში ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი ახალგაზრდებში, დიდებში და სენიორთა - პლიუს 35 წლის ასაკის კატეგორიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ახალგაზრდებში დავით მსხალაძე და მინდია მგელაძე დაიცავენ, დიდების კატეგორიაში  დათა ფუტკარაძე და ლაშა შანთაძე იასპარეზებენ.

სენიორთა კატეგორიაში კი აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ცინცაძე წარსდგება. გუნდმა ერთთვიანი საწვრთნელი შეკრება უკვე გაიარა და ახლა მოსამზადებელი ციკლის დასკვნით ეტაპზეა. ისინი ნიდერლანდებში 14 ნოემბერს  გაემგზავრებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი