რვათვიანი პაუზის შემდეგ რომან დოლიძე ოქტაგონს 9 დეკემბერს, შანხაიში დაუბრუნდება. ქართველ მებრძოლს რამდენიმე ჩხუბი ჩაეშალა, ვინაიდან მატჩის მოახლოების პარალელურად მეტოქეები დაპირისპირებაზე უარს ამბობდნენ. დოლიძე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ნასურდინ იმამოვს დაუპირისპირდება. მატჩი ხუთრაუნდიანი იქნება.
იმამოვს UFC-ში შვიდი ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 4 მოიგო, ორში დამარცხდა, ერთი კი შედეგის გარეშე დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ დოლიძისა და იმამოვის დაპირისპირება შანხაის ოქტაგონის მთავარი ბრძოლა იქნება.