ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო

06 ნოემბერი 2023, 13:02 543 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასრულდა „ეი-ტი-პის“ათასქულიანი მასტერსი, რომლის გამარჯვებულიც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.

ტურნირის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა. 

პარიზის მასტერსი მეორმოცე ათასქულიანი ტურნირია, რომელიც ჯოკოვიჩმა კარიერაში მოიგო. 12-19 ნოემბერს სერბი „ეი-ტი-პის“წლის შემაჯამებელ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი