ქართველი ძიუდოისტების ოთხი წაგებული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

06 ნოემბერი 2023, 10:09 674 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც სამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხდნენ.

ლუკა მაისურაძე და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კონტინენტის პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი