„ვირტუს ბოლონიამ“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ცხრამატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში სტუმრად „კრემონასთან“ 83:93 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთი ითამაშა და ამ დროში 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ს ხუთი მოგებით და ერთი მარცხით „ტრენტოსთან“, „ვენეციასა“ და „ბრეშასთან“ ერთად ლიდერობს და მომდევნო ტურში 11 ნოემბერს, „ტრევიზოს“ უმასპინძლებს.