უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბოს სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო

04 ნოემბერი 2023, 10:11 484 ნახვა

სამთავრობო უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით შექმნილი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო.

სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს.

მონაწილეებს კომპეცენტიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების შესრულება ჰიბრიდული თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედებით მოუწევთ.

„დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი