იტალიის თასზე კვერნაძის „ფროზინონე“ კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება

03 ნოემბერი 2023, 14:08 611 ნახვა

იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გიორგი კვერნაძის ფროზინონე საბა საზონოვის ტორინოს დაუპირისპირდა, 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის 61-ე წუთზე შეცვალეს. საზონოვს კი მწვრთნელმა დრო არ მისცა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა დამატებით დროში კი რეინერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ფროზინონეს მოაგებინა. გიორგი კვერნაძის გუნდი იტალიის თასის მერვედფინალში ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეხვედრა 12 დეკემებერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში