ბათუმელი მოკრივეების წარმატება „ბერლინის თასზე“

02 ნოემბერი 2023, 19:56 1522 ნახვა

შვიდი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი, - ასეთია ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენთა მონაგარი გერმანიაში გამართულ „ბერლინის თასზე“. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ავსტრიის, გერმანიის, შვედეთის, თურქეთისა და საქართველოს ორასამდე მოკრივე მონაწილეობდა. აკადემიის ნაკრები შეჯიბრებაზე ცხრა მოკრივით იყო წარმოდგენილი. ჩემპიონები გახდნენ: ლუკა ედიშერაშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ნიკიტა ბარამიძე, ლუკა ბეშლიოღლი, ალექსანდრე ბალაძე, ლანა ბოლქვაძე და ქრისტინე დევაძე. ვიცე-ჩემპიონის ტიტული სანდრო ჭინკაძემ და ზაურ ბაბაშოვმა მოიპოვეს. „ბერლინის თასის“ ყველაზე ტექნიკური მოკრივის პრიზი გადაეცა ლუკა ედიშერაშვილს. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ბათუმის კრივის აკადემიის ნაკრები ავსტრიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში