საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა 

02 ნოემბერი 2023, 14:08 650 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა ბექა ტუღუშის გოლით მოიგეს. თუმცა მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთესად მასპინძლებმა შეასრულეს და 3:2 მოიგეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი