თორნიკე შენგელია ევროლიგის თვის MVP გახდა

02 ნოემბერი 2023, 10:02 485 ნახვა

თორნიკე შენგელიას ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად ევროლიგის MVP 2018 წლის მარტში გახდა, როდესაც ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა.

2023 წლის ოქტომბერში მისმა „ვირტუსმა“ ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო.

ქართველი ფორვარდის საშუალო მონაგარი კი 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4 პასი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი