თურქეთში საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის დასრულდა. მასში მონაწილეობა შვიდი ქვეყნის სამასამდე სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის ნაკრებმა. ვახტანგ ზოიძის შეგირდებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ქოქოლაძე, 73 კილოგრამში დაჩი შერიფაძე და მძიმე წონაში ანდრია გენძეხაძე.
ვიცე-ჩემპიონის ტიტული საბა ქათამაძემ მოიპოვა. საბა ბოლქვაძე, მირიან კახიძე და არჩილ კოჩალიძე ბრინჯაოს დასჯერდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში აჭარის ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.