ღაზის სექტორში საჰაერო იერიშების პარალელურად სახმელეთო ოპერაციაც გრძელდება 

31 ოქტომბერი 2023, 10:59 531 ნახვა

დღეს დილით ღაზა აფეთქებების სერიამ  შეძრა.  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე  ისრაელის პრემიერ-მინისტრის   უარის შემდეგ რეგიონში  კონფლიქტის გაფართოების რისკი იზრდება. ბლოკადაში მოქცეულ პალესტინის ანკლავში ისრაელის არმია საჰაერო დარტყმების პარალელურად სახმელეთო ოპერაციასაც ახორციელებს.   

ღაზაში ისრაელის არმია ჰამასის ინფრასტრუქტურას ბომბავს , მიწასთან გასწორებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ  8 ათას 306 ადამიანი, მათ შორის 3 ათას 457 არასრულწლოვანი დაიღუპა ისრაელის თავდასხმების შედეგად.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, რომ ღაზის 2,3 მილიონიანი  მშვიდობიანი მოსახლეობის 1,4 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი