ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო 

31 ოქტომბერი 2023, 11:01 583 ნახვა

პარიზის ცნობილ თეატრ "შატლეში" მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ის ლიონელ მესიმ მოიგო.

36 წლის არგენტინელი მეთექვსმეტედ იყო ნომინანტთა შორის და მერვედ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ერლინგ ჰაალანდი გავიდა, მესამეზე - კილიან მბაპე.

ქალთა შორის გამარჯვებული ბარსელონას ფეხბურთელი აიტანა ბონმატი გახდა.

ლევ იაშინის სახელობის ჯილდო წლის საუკეთესო მეკარეს ემილიანო მარტინესს გადაეცა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ჯუდ ბელინგემმა მიიღო.

საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო ერლინგ ჰაალანდს ერგო, რომელმაც 56 გოლი გაიტანა. წლის კლუბი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა.

ქალთა გუნდებში პრიზი „ბარსელონას“ ხვდა წილად. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ნომინანტთა შორის იყო, ის მე-17 პოზიციაზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში