ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხება სისხლის სამართლის დანაშაულია - ხანი

30 ოქტომბერი 2023, 10:30 599 ნახვა

ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციით გათვალისწინებული დანაშაულია - განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა ეგვიპტეში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე თქვა, რომ ისრაელმა უნდა გამოიჩინოს  ძალისხმევა შემდგომი შეფერხების თავიდან ასაცილებლად, რათა  მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღოს ძირითადი საკვები და მედიკამენტები.

ღაზის ჰუმანიტარული დახმარება შეფერხებებით  მიეწოდება  მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო მჭიდროდ დასახლებული სექტორის   დაბომბვა ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს სასიკვდილო თავდასხმის საპასუხოდ.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში  საკვები, წყალი და მედიკამენტები შედის ეგვიპტის საზღვრიდან და  მოსალოდნელია, რომ  ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობა გაიზრდება. გაეროს განცხადებით, ჰუმანიტარული  დახმარების მიწოდება შეზღუდულია და არ პასუხობს ადგილზე არსებულ  საჭიროებებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი