ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია 

27 ოქტომბერი 2023, 11:44 748 ნახვა

ბათუმში დროებითი ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან  2 მილიონ 500 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

დროებით ღამის თავშესაფარი 70 ბენეფიციარზეა გათვლილი, რომლებიც  ადგილზე  სხვადასხვა სახის სერვისით შეძლებენ სარგებლობას, მათ  შორის სამედიცინო და კვების მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს ოთხსართულიანი შენობის შიდა და გარე სივრცეების მოწყობას.

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი