ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საერთაშორისო ფესტივალი ფრენბურთში, რომელშიც ოთხი ქვეყნის 21 გუნდი მონაწილეობს, ამათგან ათი ვაჟების და თერთმეტი გოგონების გუნდი. ტურნირი 2007-2008 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ტარდება.
შეჯიბრებაში საქართველოსთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანისა და ლატვიის გუნდები მონაწილეობენ. აჭარა ტურნირზე ოთხი გუნდითაა წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმის ორი, ხულოსა და ქობულეთის გუნდები.
ასპარეზობა ჯგუფური სისტემით ტარდება, რომლის შემდეგ ჯერ პლეი-ოფები, შემდეგ კი ფინალები გაიმართება.