"თსუ"-მ ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

25 ოქტომბერი 2023, 22:31 712 ნახვა

ფიბა ევროპის თასის მეორე ტურის შეხვედრაში „თსუ“-მ კვიპროსულ „კერავნოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63:60 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარში კი, ლექსო ლაფანაშვილის შეგირდებმა მოახერხეს თამაშის სცენარის შეცვლა, ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საბოლოოდ ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვება იზეიმეს.

„თსუ“-ს რიგებში 22 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო კახა ჯინჭარაძე იყო, 11 ქულა გიორგი ტურძილაძემ მიითვალა, 7 ქულითა და 15 მოხსნით კი ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა.

მომდევნო შეხვედრას ქართული გუნდი 2 ნოემბერს, სტუმრად იტალიურ „ვარეზესთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი