პრეზიდენტის ვეტო 

23 ოქტომბერი 2023, 14:08 531 ნახვა

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს, როდის დაიწყებს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნების განხილვას.

ვეტოს დაძლევის პროცედურა მომავალ კვირას იგეგმება, მანამდე კი, თემაზე კანონმდებლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობა ვეტო დაძლიოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ''ქართულ ოცნებას'' ამისთვის მობილიზება არ გაუჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა შეკრების და მანიფესტაციის კანონპროექტს ვეტო გასულ კვირას დაადო.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი