ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოსაცდელებისთვის

05 მარტი 2017, 00:00 2515 ნახვა

დაზუსტებით ვერ გეტყვით  რამდენი პროცენტით შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯი ქობულეთის  მუნიციპალიტეტმა, თუმცა ვიცით რამდენს ხარჯავს გამგეობა მოსაცდელების შეძენაში. 33 მოსაცდელი ნახევარ მილიონ ლარად. ადგილობრივი საკრებულოს ოპოზიცია თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. გამგეობამ კი ტენდერი უკვე გამოაცხადა. აქ ამბობენ, რომ მოსაცდელების ახალი თანამედროვე კონსტრუქცია უჟანგავი ლითონისგან იქნება დამზადებული და ერთი ერთეულის ღირებულება 15 300 ლარია. ძვირადღირებული მოსაცდელები ქობულეთში მაისის ბოლოს უნდა დაიდგას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში