ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასი 2023"

13 ოქტომბერი 2023, 17:18 681 ნახვა

ხულოში ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასი 2023" ის დასკვნითი ეტაპი მოეწყო. ლიტერატურულმა მარათონმა სტარტი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აიღო და დღეს ხულოში დასრულდა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნომინაციაში გამარჯვებულები.

ასევე სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდა პეგასი 2023 წლის მფლობელი. ლიტერატურული კონკურსი ხუთი წელია ტარდება იგი გასულ წელს გახდა ინტერმუნიციპალური.

მარათონის მიზანი დამწყები პოეტების გამოვლენაა. წელს კონკურსში 42 მონაწილე იყო ჩართული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში