100-ზე მეტი მძევალი ტერორისტების ხელში

08 ოქტომბერი 2023, 18:08 615 ნახვა

600-ს გადააჭარბა ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. ომი ოფიციალურად გამოცხადებულია, ისრაელმა ძლევამოსილი შურისძიება დაიწყო.

''ჰამასის'' სპიკერმა ახალი განცხადება გაავრცელა. აბუ ობაიდაჰის თქმით, ისრაელმა შოკში გამოიღვიძა, მას შემდეგ რაც ისრაელის ასობით მოქალაქე გაიტაცეს და უცნობი რაოდენობის ტყვეები გადაიყვანეს ღაზაში. 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირების არეალი იზრდება.

ისრაელმა უსაფრთხოების ნორმები გააძლიერა ლიბანის საზღვართანაც. კვლავ უცნობია თუ რა პირობებში არიან ტყვეები ღაზაში და როგორია მათი დაბრუნების გეგმა. ოჯახის წევრების უმეტესობა მათთან კონტაქტზე ვერ გადის.

ვიდეო, რომელსაც ახლა მაყურებელი ნახავს საკმაოდ მძიმეა. მამა, რომლის 2 შვილი, ცოლი და ცოლის დედა ტერორისტებმა გაიტაცეს, გამტაცებლებს სანაცვლოდ საკუთარ თავს სთავაზობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი