ოკუპანტის იერიში უკრაინაზე

07 ოქტომბერი 2023, 12:09 491 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს ჩაიდინოს ბოროტება და გაიმეოროს ის, რასაც მანამდე აკეთებდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მთავრობისა და ენერგეტიკის წარმომადგენლებს შეხვდა. სხდომაზე ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვის, აღდგენისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების ზომები განიხილეს. პარალელურად აგრესორი აგრძელებს უკრაინის მიმართულებით თავდასხმებს.

ოდესის რეგიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. რუსული სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოჰყვა ესტონელი მოხალისეების ორი ჯგუფიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის ოლქშიც. უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემებით რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 504 ბავშვი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი