პარლამენტში თავდაცვისა და ეკონომიკის უწყებათა პირველ პირებს დეპუტატები ერთმანეთისგან განსხვავებულ ფორმატში უსმენენ. ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, "რეფორმების ჯგუფის" მიწვევით მივიდა.
მიზეზი ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენების გეგმაა.
ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი კი სესიაზე "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება, სადაც აღნიშნა რომ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა გასულ წელს ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე და გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.