"გაერთიანდით" - ელჩების ერთობლივი მიმართვა პოლიტიკოსებს

29 სექტემბერი 2023, 17:59 602 ნახვა

დღის მეორე ნახევარში გავრცელდა  საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების განცხადება, რომლებიც  ქართველ პოლიტიკოსებს ახსენებენ, რომ დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში. ამიტომ  მოუწოდებენ, ევროკავშირის წევრობის მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.  

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში