დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში ეროვნული პლატფორმა გაიხსნა. იგი სხვადასხვა საკითხების, მათ შორის - დაცული ტერიტორიების სტრატეგიულ-პოლიტიკური საკითხების, სტრატეგიული დოკუმენტების, კანონპროექტებისა და რეგულაციების განხილვას ითვალისწინებს.
პროექტის ავტორების განმარტებით, ეროვნული პლატფორმა დაინტერესებულ მხარეებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო შეხვედრებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.