ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

28 სექტემბერი 2023, 14:18 1241 ნახვა

წყლის მიწოდების პრობლემის, დაუსრულებელი საგზაო ინფრასტრუქტურის, გაუნათებელი ქუჩებისა და სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქემ დააფიქსირა.

თორნიკე ქავთარაძემ ასევე სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელების კომპეტენციაზე გამოთქვა უკმაყოფილება და ირწმუნება, რომ აღნიშნული პრობლემები შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების  არაკომპეტენტურობის გამო მოუგვარებელია. კიდევ ერთმა მოქალაქემ საკრებულოს წევრებს  გეოლოგიური დასკვნით  მიმართა, რომლითაც   დასტურდება, რომ ელგუჯა ზოიძის  სახლთან რამდენიმე წლის წინ  განვითარებული მეწყერი საცხოვრებელს საფრთხესუქმნის.

ზოიძის ინფორმაციით  არაერთი მიმართვისა და დაპირების მიუხედავად მერიამ  ფერდსამაგრი  კედელი  არ  გაუკეთა. რაც შეეხება  სხდომის საკითხებს,  ბიუჯეტში  ცვლილების შედეგად მუნიციპალიტეტში  ყველა აიპი სამსახურის  5 რგოლის  თანამშრომელს ხელფასები გაეზარდათ,  ასევე  გამოიყო ადგილი სოფელ ერგეში  სოციალური  სახლის  მშენებლობისთვის, სადაც ეკომიგრანტები შესახლდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი