თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო.
სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური თეორიული და პრაქტიკული კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს, სადაც ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები შეისწავლეს.