ცნობილი ამერიკული გამოცემის ESPN-ის ინფორმაციით, UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 2 დეკემბერს ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდება.
რომანის მეტოქე საშუალო წონით დივიზიონის რეიტინგში ამ დროისთვის მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მას კარიერის მანძილზე MMA-ში 23 შეხვედრა აქვს ჩაატარებული და 17-ჯერ მოახერხა გამარჯვება ბოლო ბრძოლა კი 39 წლის სპორტსმენმა ივნისში იჩხუბა და მარვინ ვეტორი დაამარცხა.
2022 წელს კი ჯარედს საშუალო წონის დივიზიონში ქამრის მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა ქამრისთვის ბრძოლა ისრაელ ადესანიასთან დათმო.
რაც შეეხება დოლიძეს ის საშუალო წონის რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და კარიერაში მის ანგარიშზე საერთო ჯამში 12 გამარჯვება და 2 მარცხია.
35 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლა 18 მარტს იტალიელ, მარვინ ვეტორთან მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დათმო.
შეგახსენებთ, რომ რომანს ოქტომბერში დერეკ ბრენსონთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ვეტერანმა ამერიკელმა UFC-იდან წასვლა გადაწყვიტა და შესაბამისად ბრძოლაც ჩაიშალა.