შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტ-ბეტონის საფარი 5,1 კილომეტრზე დაიგო.
მოეწყო, ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. რეაბილიტირებული გზა გომის მთასა და ბახმაროს ტურისტულ საავტომობილო გზას უკავშირდება. პროექტისთვის 3 მილიონ 198 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.
წელს შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის ჯამში 15 მილიონზე მეტი დაიხარჯა.