ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო ვიზიტები აშშ-სა და კანადაში 

22 სექტემბერი 2023, 10:55 427 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრის    ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს პარლამენტს ოტავაში, ასევე  ეწვევა ტორონტოს, სადაც კანადის ბიზნეს ლიდერებს შეხვდება.

ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. კანადაში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოში ვერცერთი ერი ვერ იქნება ბოლომდე დაცული, თუ არ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას. ლიდერებმა შეხვედრაზე გრძელვადიან მშვიდობის მიზნებსა და უკრაინის უსაფრთხოებისადმი არსებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული ტანკების Abrams-ის პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში