ელექტროსისტემა მთებში

20 მაისი 2016, 00:00 5972 ნახვა

შუახევში ექვს მთაზე ელექტროსისტემის გაყვანა იგეგმება. პროგრამას ადგილობრივი გამგეობა აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. წელს გძელგორის, კატრიანის, ყავრიანის, მერიაყელის, მთაგინურის და ჩირუხის მთების ელექტროფიკაცია მოხდება. სამუშაოების შესასრულებლად გამგეობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მთებში ელექტრო გაყვანილობისთვის 440 ათასი ლარი დაიხარჯება. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში