ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნიუ-იორკიდან პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება.
ცნობისთვის, მომავალ კვირას აშშ-მა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს.