მეზობელი ქვეყნები ევროკავშირის კანონს თუ დაარღვევენ, უკრაინა „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს - ზელენსკი

16 სექტემბერი 2023, 11:12 537 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიას მადლობას უხდის უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს მოხსნისთვის და აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნების თავისი გადაწყვეტილებებით ევროკავშირის კანონს თუ დაარღვევენ, უკრაინა მათ „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ აღარ გაახანგრძლივა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მაისის დასაწყისიდან მოქმედებდა.

ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში