სასწავლო წელი დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერი 2023, 14:05 650 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის   46 საჯარო და 3 კერძო სკოლაში  1180 პირველკლასელია რეგისტრირებული.  სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი შენობით, ახალი საკლასო სივრცეებითა და ინფრასტრუქტურით შეხვდა. სკოლის რეაბილიტაციისთვის მილიონ ცხრაას სამოცი ათასი ლარი გამოიყო. სკოლაში განახლდა საბიბლიოთეკო სივრცე.  

ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება ესენია: ზედა სამება, კონდიდი, ბუკნარი და ხუცუბანი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი