ვიეტნამში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი 

13 სექტემბერი 2023, 13:48 371 ნახვა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვიეტნამში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს. მათგან 50-ს მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

არსებული ინფორმაციით ცეცხლი ავტოსადგომზე შუაღამისას გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ზედა სართულებზე სწრაფად გავრცელდა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში