ლიბიაში ქარიშხალ დანიელის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

13 სექტემბერი 2023, 11:15 541 ნახვა

ლიბიის ქალაქ დერნას 125 ათასიანი მოსახლეობით  ქარიშხალმა დანიელმა გადაუარა. სტიქიამ  ორი კაშხალი გაანადგურა  მდინარეზე, რომელიც  ქალაქში გაედინება. წალეკილია ქალაქის  მეოთხედი ნაწილი.  დერნას საავადმყოფოს ეზოში გარდაცვლილთა ცხედრები ასვენია.

წყალდიდობამ ბოლო მონაცემებით ქალაქში 2 200 ადამიანი იმსხვერპლა.  ადგილობრივი მუსტაფა სალემი ამბობს,  რომ წყალდიდობა ქალაქში მაშინ მოხდა, როცა ყველას ეძინა და სტიქიას არ ელოდა. 

სალემმა ოჯახის 30 წევრი დაკარგა და ამ დრომდე მათი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი. 

ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა, 10 ათასი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი