“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

01 მარტი 2017, 00:00 2612 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის გამგებელს უუნარობაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მუნიციპალიტეტის სოფლების კირნათის, მახინჯაურის, ფერიისა და ქედ - ქედის საბავშვო ბაღების  მშენებლობაში უწყებამ ჯამში 2 მილიონი ლარი დახარჯა, გამგეობამ აღნიშნული ბაღები  ჩაიბარა, თუმცა მათ ნაწილში სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, ბაღები არ არის ინვენტარით უზრუნველყოფილი. მიშა ბოლქვაძის ბრალდებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა. მისი განცხადებით მშენებელი კომპანიები ვალდებულნი არიან ერთი წლის განმავლობაში შენობები უსასყიდლოდ გაარემონტონ, ინვენტარიზაციისთვის კი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.  

ამავე კატეგორიაში